მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისსა და ზუგდიდს შორის მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე საათით შეფერხდეს - ...

თბილისსა და ზუგდიდს შორის მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე საათით შეფერხდეს – თბილისში მიმდინარეობს მძღოლების საპროტესტო აქცია ,,მეტრო+ ”- ის წინააღმდეგ

Published on

დღეს თბილისში., რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ინფორმაციას გაერთიანებული პროფკავშირები ავრცელებს.   აქცია კომპანია ”მეტრო +“-ის წინააღმდეგ ტარდება, რომელმაც ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან მგზავრთა გადაყვანა დაიწყო. პროფკავშირების ინფორმაციით, შესაძლოა ზუგდიდისკენ მიმოსვლა რამდენიმე საათით შეფერხდეს.   „აქცია შედგება კომპანია ”მეტრო +”ის წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. ადგილზე ჩადგეს ბორბლებიანი ჯიხური, რომელიც ვითომდა ავტოსადგურია. ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით გაიმართება“,- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...