მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი გაზის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებას აპროტესტებს - ან ყველამ გადავიცვათ...

შალვა ნათელაშვილი გაზის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებას აპროტესტებს – ან ყველამ გადავიცვათ წითელი ჟილეტები ან ჩავბარდეთ მტერს

Published on

ლეიბორისტული პარტია   წითელჟილეტებიანის მოძრაობას იწყებს – ასეთი სახით აპროტესტებს იგი  სემეკის სავარაუდო განზრახვას გააძვიროს   გაზის ტარიფი.
 
დღეს შალვა ნათელაშვილი პარტიის აქტივისტებთან ერთად კომისიასთან აქციას მართავს. 
 
„როგორც მოგეხსენებათ, ოლიგარქიულმა რეჟიმმა მასობრივი გაყალბებით, მოსყიდვით, ზეწოლით და ყველანაირი მამაძაღლობით გაინაღდა საპრეზიდენტო ინსტიტუტი ამჯერადაც და არჩევნებში ფულები რაც დახარჯა, უნდა, რომ ასმაგად და ათასმაგად ამოიღოს ჩვენი ხალხისგან.
 
დღეს ეს ბანდა აპირებს გაზის ტარიფის გაძვირებას. იმ გაზის ტარიფისა, რომელიც მოდის საზღვრამდე ძალიან იაფად და მერე ივანიშვილის, კალაძის და ბეჟუაშვილის ბანდის წყალობით ხდება ათმაგი და გაუსაძლის მდგომაროებაში აყენებს მოსახლეობას, რომელსაც ისედაც სული ამოხადეს.
 
მთელი ევროპა შეაზანზარა ყვითელ ჟილეტიანთა მოძრაობამ, მთელი პარიზი. არავინ არ პატიობს მსოფლიოში ხელისუფლებას ყაჩაღობას უგულობას, გადასახედების გაზრდას, რაც უნდა დემოკრატიის ნიშნით იყვნენ ისინი მოსული.
 
დღეს დაგვიჯდა საბანკო დირექტორია უკანონოდ ხელისფულების სათავეში და ფულის გაკეთება უნდა პურის ჩვენი არსებობიდან. პირდაპირ უკანასკნელი თეთრები, რომელიც გათვლილია ლუკმა პურის საყიდლად უნდა ამოგვაცალონ,  რომ გაზი და დენი მივიღოთ.
 
ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას წითელი ჟილეტებით. ჩვენს ხალხს აქვს ორი გზა ან დაიღუპოს ან გაიმარჯვოს. ან ყველამ გადავიცვათ წითელი ჟილეტები ან ჩავბარდეთ მტერს. მე დარმწუნებული ვარ არ დავიღუპებით, მტერს არ ჩავბარდებით და როცა ყველა გადავიცვამთ ამ ჩვენი ბრძოლის ჩვენის სისხლის ჩვენი მომავლის ფერ ჟილეტებს მერე დამთავრდება ეს ყველაფერი." – ამბობს ნათელაშვილი. 

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...