მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, მე თქვენთან ერთად წამოვალ, ...

,,ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, მე თქვენთან ერთად წამოვალ, ბოლომდე გავალთ” – მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა ემიგრანტების ფეისბუქ კამპანიას “ერთად სახლში”

Published on

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების ფეისბუქ კამპანიას "ერთად სახლში"-ს შეუერთდა. მან ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყველა პატრიოტ ემიგრანტს, ყველა გულანთებულ თანამემამულეს მოუწოდებს აიტაცონ და მხარი დაუჭირონ ამ წამოყებას .
 
,,უცხოობაში გადახვეწილმა უნიჭიერესმა ხალხმა უკვე გააწნა ალიყური ქურდულ, მაფიოზურ და დანაშაულებრივ რეჟიმს. ჩვენ დიდი ის ძალა ვართ რომელიც აზვირთდება ტალღებად და სულ მალე წალეკავს ბოროტებას .
ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს და გაზაფხულზე ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ჩვენს საყვარელ სამშობლოში!'' – აცხადებს  მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში. 
 
 
"მე ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ქართველებს, ზოგს ტაქსში, ზოგს მაღაზიაში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში.
 
ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ თავისი გადარიცხვებით რეალურად ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში , იმიტომ რომ საქართველოში სხვა ეკონომიკა პრაქტიკულად უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა. არადა ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქედან.
 
ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ სადაც ხახვი კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.  ქართველებთან, რომლებიც უცხოეთშია, რომელმაც იცის შრომის ფასი, იქ მათ ვერ წვდებათ ივანიშვილის მოსყიდვა და ივანიშვილის მეთოდები იქ არ ჭრის.
 
ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება, ყველას უნდა თავისი შვილები იქ გაზარდოს, ყველას უნდა თავის შვილებს დაუბრუნდეს და არაფერი არ ჰქონდეს გასაქცევი არსად.
 
ახლა ჯგუფმა ქართველი პატრიოტების მომმართა და მათ შექმნეს მოძრაობა ,,ერთად სახლში'', ეს არის ძალიან მაგარი იდეა, ჩვენ დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე და საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო.
 
მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ არაფრის არ მეშინია ბოლომდე გავალთ. ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ერთად სახლში. მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს სადაც არიან ქართველები, თითოეულ თქვენგანს ჩავხედავ თვალებში და წავიდეთ სამშობლიოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად.
 
საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ გვქონდეს მაგარი სამშობლო. და ჩვენ აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო, ერთად სახლში. "- ამბობს მიხეილ სააკაშვილი  

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...