მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მიზეზით დატოვა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობა ?

რა მიზეზით დატოვა ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობა ?

Published on

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობა დატოვა.
 
მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ მან უკვე დაწერა განცხადება, რომელშიც   გადადგომის მიზეზად  ოჯახური პირობები დაასახელა.
 
თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მისი მერ პოსტის დატოვება სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.
 
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილმა კომპანიამ, შპს “ევრომშენი 999-მა“, 2016-2018 წლებში, 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ტენდერებში გამარჯვება და არსებული გარემოებები წარმოშობს ეჭვს , რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი
 
საერტაშორისო გამწვირვალობამ  მოუწოდა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეისწავლოს შპს “ევრომშენი 999-ის” მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი
 
.13 დეკემბერს მედიასთან საუბარში  ლაშა ჯაიანმა განაცხადა, რომ  კორუფციის ნიშნებს ვერ ხედავს იმაში, რომ მისი ყოფილი კომპანია ტენდერების ხშირი გამარჯვებულია. მით უფრო, რომ  კომპანია მანამდე გადასცა სხვას, ვიდრე საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნებოდა. 
 
 
“გავეცანი ამ ინფორმაციას, სამჯერ მაქვს გადაკითხული. თუ კორიფციის ნიშნებს ხედავენ არსებობს შესაბამისი ორგანოები და მათ უნდა გამოიძიეონ ეს საკითხები. მე ვერ ვხედავ კორუფციის ნიშნებს. ეს კომპანია ჩემს დანიშვნამდე იყო გასხვისებული და მე ვერ ვაიძულებდი ტენდერებში არ მიიღოთ მონაწილეობა მეთქი. ეს არის გამჭვირვალე. ოფიციალურ გვერდზე იტვირთება ყველა დოკუმენტაცია და გაკეთებული სამუშაოები. თუ რამე დარღვევაა და თუ რამე კორუფციაა, ალბათ შესაბამისი სამსახური გასცემს პასუხს“, –  განაცხადა ლაშა ჯაიანმა.
 
 

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...