მთავარ პროკურატურაში დღეს ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას გამოკითხავენ

0
411
გამოკითხვა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებას შეეხება.
 
ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას 19 დეკემბერს მიმართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
 
ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
 
კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.
წინა სტატიამე-6 საჯარო სკოლის დირექტორის შვილმა იმ საჩივრის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, გაყალბებულია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩეველთა გუნდი წარმოადგინა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური