მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერიაში ადასტურებენ ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგიზ...

ზუგდიდის მერიაში ადასტურებენ ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალიას დაკავებას

Published on

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსი თენგო ქობალია საკუთარ სამუშაო ოთახში დააკავეს.

მერიაში დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ დაკავების მიზეზი მათთვის უცნობია

.საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სხვა დეტალები მათთვის უცნობია.

არაოფიციალური ინფორმაციით, თენგიზ ქობალიას დაკავება უკავშირდება სკანდალური აუდიოჩანაწერს, რომელშიც ბიზნემენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება,  ჩანაწერში, ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი. ჩანაწერში იხსენიება თენგიზ ქობალიაც , რომელმაც  ლასა გოგიას გადადგომისთანავე დაადასტურა  თავისი მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში, თუმცა წილებზე და კორუფციულ გარიგებებზე საუბარი უარყოფს მისი თქმით, დაპირისპირებას შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია და სხვა დამატებით დეტალებზე სამართალდამცველებთან აპირებს საუბარს. 
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....