მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონსტანტინე ზ. გამსახურდია შიმშილობის მე-11 დღეს კლინიკაში გადაიყვანეს

კონსტანტინე ზ. გამსახურდია შიმშილობის მე-11 დღეს კლინიკაში გადაიყვანეს

Published on

, კონსტანტინე ზ. გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მოშიმშილეს თავბრუსხვევა აღენიშნებოდა. მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.
 
პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.
 
 
შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.
 
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...