მთავარისიახლეებისამხედრო თემასამხედრო ფიცის ტექსტში ტერმინი "შეიარაღებული ძალები" "თავდაცვის ძალებით'' შეიცვლება

სამხედრო ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები” “თავდაცვის ძალებით” შეიცვლება

Published on

საქართველოს პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალი დადგენილების მიღებას აპირებს.
 
ეს ცვლილება კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარეა, რომლის მიხედვით, ტერმინი "სამხედრო ძალები" ტერმინით "თავდაცვის ძალები" შეიცვალა. ამასთან, "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში
 
. ასევე ფიცის ტექსტში ტერმინი "შეიარაღებული ძალები" სამხედრო სამსახურით შეიცვლება. ახალი დადგენილების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს შემდეგი ტექსტით დადებენ:
 
"მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ სამხედრო სამსახურში და ვფიცავ: პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისთვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი".

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...