მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელია იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მე- 6 სკოლის გენინსპექტირების საქმეში...

ბაჩანა შენგელია იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც მე- 6 სკოლის გენინსპექტირების საქმეში მონაწილეობდა

Published on

„გამოიძიე ღირსების საქმე“, „ხელები შორს სკოლისგან“, „სკოლა პოლიტიკის გარეშე“- ამ ტრანსპარანტებით ხელში გაიმართა აქცია ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. დირექტორის შვილი  ბაჩანა შენგელია იმ 4 პირის დასჯას ითხოვს, ვინც უშუალოდ განახორციელა და დაგეგმა სკოლაში გენ. ინსპექციის შესვლა: „ ესენი არიან განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აუდიტის სამსახურის უფროსი ნოდარ წამალაშვილი და მათან ერთად განათლების სამინისტროს 2 თანამშრომელი. „- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. მისი თქმით, გარკვეული პასუხისმგებლობა ამ საქმეზე უნდა აიღოს ზუგდიდის რესურსცენტრმაც, რომელმაც ვერ დაიცვა სკოლა. ის ასევე აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებული არ არის და ის ფაქტი რომ 25 დეკემბერს ბაჩანა შენგელია დაბარებულია პროკურატურაში და გამოიკითხება, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დაწყებულია.  ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ინსულტის მძიმე ფორმით 2 დეკემბერს მოათავსეს და 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მისი შვილი ბოლო პერიოდში ია კერზაიას მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...