მთავარისიახლეებისამართალიამ ეტაპზე უცნობია, გავიდა თუ არა პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფზე, რომელმაც ზუგდიდში თხილის...

ამ ეტაპზე უცნობია, გავიდა თუ არა პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფზე, რომელმაც ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღა

Published on

გვიან ღამემდე გაგრძელდა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა „თურალ გრუპის" დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი მენეჯერის რაფიქ ბაირამოვის დაკითხვა, რომელსაც თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ.

იგი პოლიციას დეტალურად მოუყვა, თუ როგორ განვითარდა გუშინ  მოვლენები ქარხანაში, როცა არსებული ინფორმაციით "„თურალ გრუპში" 3 შეიარაღებული პირი იარაღით შეიჭრა, ფიზიკურად გაუწორდა ბაირამოვს, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 50 000 ლარი გამოსძალა. 


ამ ეტაპზე უცნობია გავიდა თუ არა პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფზე, თუმცა არის ვარაუდი, რომ მათ ზუსტად იცოდნენ კომპანიის მუშაობსი განრიგი, შესასვლელი კარები და ის რომ „თურალ გრუპში" თანხა ინახებოდა. 
 სამართალდამცავებმა წუხელვე  ამოიღეს.ჩანაწერები საწარმოში და ახლომდებარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან 


რაც შეეხება დაშავებულს, ის თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბაირამოვს ჭრილობები დაუმუშავეს, საიდანაც მალევე ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

ზუგდიდის თხილის ქარხნის დირექტორი მაია მიქავა ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა, რადგან მისი თქმით, ის თბილისში იმყოფებოდა. 

"გზაში ვიყავი, როცა დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს – ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანები შემოვარდნენო. ყველა ერთ ოთახში შეუყრიათ, ტყვიაც უსროლიათ. მენეჯერს ტყვია აცდა, მაგრამ სასტიკად არის ნაცემი. თავის არეში აქვს დაზიანებები" – აცხადებს მიქავა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...