მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, არის ის, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ...

მიხეილ სააკაშვილი: მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, არის ის, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს, მაგრამ ივანიშვილი საბოლოო ჯამში აუცილებლად ჩაჯდება ციხეში

Published on

,,მე, დიახაც, ამომეღება ხმა, იმიტომ, რომ ახლა ჩვეულებრივი ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს და ერთადერთი ჩემი შეცდომა არის ის, რომ… მთავარი შეცდომა, თორემ შეცდომების მეტი რა არის, როცა საქმეს აკეთებ… მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, არის ის, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს და, რა თქმა უნდა, ამაზე ბოდიში მაქვს მოსახდელი- განაცხადა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  TV პირველის გადაცემაში პოლიტმეტრი

გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა პრეზიდენტს დაუსვა კითხვა    ,, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აყენებს იგი გუნდის წევრებს, რომლებიც ადგილზე იბრძვიან, ე.წ კომფორტული ზონიდან გაკეთებული შეუთანხმებელი განცხადებებით.  
მე ვარ ამ ბრძოლის წინა ხაზი, ვინ გითხრათ, რომ უფრო კომფორტულ ზონაში ვარ, ვისზე ლაპარაკობთ? ბოდიში, პუტინმა ისევ ილაპარაკა ჩემზე ამჯერად, ხო? მთავარი პრობლემა და ყოველდღიური დარტყმის ობიექტი პუტინისთვის ვრჩები მე, არა ვიღაც სხვა, მე, რატომ? იმიტომ, რომ პუტინისთვის ჩემი მოქმედება საქართველოში არის ყველაზე დიდი საფრთხე, ეს არის ფაქტი
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, კოლექტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ყველამ თავისი უხერხულობა (თუ ვინმეს აქვს, თქვენი ნათქვამია, თორემ მე ამას ნამდვილად არ ვგრძნობ, ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ყველასთან და სწორედ მე და გია ვაშაძემ მოვახერხეთ ძალიან ფართო სპექტრის გაერთიანება), და თუკი ვინმეს რამე რჩება, ეს მათ თავისთვის უნდა შეინახონ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მათი პროგნოზი, ვინც იძახოდა, რომ სააკაშვილი დამთავრდა 2012-ში, დავამტკიცეთ 2016-ში, რომ შანსი არაა, ნაციონალური მოძრაობა შენარჩუნდა, მერე 2018-ში ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, მოვიგეთ და რა თქმა უნდა, მე ამაში აქტიურად ვიყავი ჩართული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ამას მთავარ დამსახურებად არ ვითვლი, რადგან მთავარი გმირები ჩვენი არიან არა ლიდერები, არამედ ჩვენი აქტივისტები და ყველა ჩვენგანი არის ვალში მათ წინაშე
 
ჟურნალისტის ერთერთი კითხვა ეხებოდა სააკაშვილის  მიერ არჩევნების დასრულებისთანავე გაკეთებულ  მიმართვას ჯარისა და პოლიციისადმი,  რომ კარგი იქნებოდა, თუკი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ”. 
მე ახლაც მინდა დავადასტურო, რომ პოლიცია და შეიარაღებული ჯარები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და უკანონო ბრძანებას არ უნდა დაემორჩილონ. მათ უნდა დაიცვან კონსტიტუცია, მათ არ უნდა დაარღვიონ კანონი, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს სადარაჯოზე, საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც აძლევენ უკანონო ბრძანებას, ამისთვის დამორჩილება თავისთავად არის დანაშაული. ვინც ამ ბრძანებას აძლევს, იმან უნდა აგოს პასუხი. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში და საბოლოო ჯამში ის, ვინც შეასრულებს ამ ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ. მე ეს მინდა დავადასტურო… დაუმორჩილებლობაზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი დაუმორჩილებლობა უკანონო ბრძანებებისადმი- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ჟურნალისტმა გაიხსენა სააკაშვილის  სიტყვები, რომლითაც მან 2 დეკემბრის აქციაზე შეკრებილებს მიმართა:  – "როგორც კი დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით" და დაუსვა კითხვა-   რა ტიპის შეძახილს ელოდება ქართველი ხალხისგან, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. 
 
რა თქმა უნდა, მე მენატრება და მე უზომოდ ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, საქართველოსი. მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედით მენატრება, სიმართლე არის ეს.
რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ მეტი ძალმომრეობის, ძალადობის, გაღარიბების და უბედურების თავიდან აცილებაში. და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ექსცესები.
 
მე არ მეშინია მათი, მე ხელბორკილი მქონდა დადებული უკრაინელი ოლიგარქის მიერ და საქართველოს ხელისუფლებამ, ივანიშვილმა ლამის ჩაისვარა შიშით, რომ შეიძლება, უკრაინას გადმოვეცი საქართველოსთვის. ყველანაირი ზომები მიიღეს, მათ შორის, აეროპორტები ჰქონდათ დაკეტილი და ჩემი თვითმფრინავი რომ მიფრინავდა კიევიდან, გული უსკდებოდათ, რომ შემთხვევით არ გადმოსულიყო თბილისში, გაფრთხილებული იყო ყველა, რომ ასეთი რეისი, ასეთი ბორტი საქართველოში არ შემოეშვათ…
ამიტომ, მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი, მაგრამ მე მეშინია ექსცესების, მეშინია, რომ ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, ამას არ მოჰყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არამხოლოდ ივანიშვილს, ამის მეშინია, მაგრამ ნამდვილად არ მეშინია ივანიშვილის და ნამდვილად არ მეშინია საკუთარი სიცოცხლის – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
 
სააკაშვილმა ისაუბრა ენმ-ის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებაზეც და იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფიგურად მოიხსენია საორგანიზაციო საქმეებში. მისივე თქმით, “კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა გამოგლიჯეს” გამარჯვება “ქართულ ოცნებას”.
მან კირკიტაძის დაპატიმრებას უწოდა “შურისძიება” იმის გამო, რომ მან მოახერხა, რუსთავში გრიგოლ ვაშაძეს გაემარჯვებინა.
 
წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დავით კირკიტაძის დაკავების კონტექსტში ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა სააკაშვილი, რომ ოპოზიცია არასწორად მოიქცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, მომხდარი არეულობისას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:
 
“საქართველოში თუ პოლიცია იტაცებს ქუჩაში ადამიანს, როდესაც მოიტაცეს აფგან მუხთარლი, ის პოლიცია იყო? ისინი ჩვეულებრივი ბანდიტები იყვნენ. თუ პოლიცია ვიღაცას სცემს, თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და ქურდებს აცემინებს ადამიანებს, თვითონ კი იქვე დგას, თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით და ა.შ. – ეს ხომ აღარ არის პოლიცია”? – თქვა სააკაშვილმა.
 
““როდესაც პოლიცია იქცევა, როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღო პასუხი, როგორც ბანდიტებმა”, ის ადამიანები, ვინც პოლიციაში არღვევენ კანონს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ, ჩვენ არ უნდა ვცემოთ და რაღაც. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სტილი და ცხოვრებაში ფიზიკურად ნაღდად არავიზე გამიწევია, მაგრამ ის, რომ ამ შემთხვევაში, პოლიცია ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ივანიშვილის მეთაურობით გადააქცია კრიმინალური სისტემის ჩვეულებრივ დანამატად”, – დასძინა მან.
 

სიახლეები

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...

ვუთხარით ჩვენი გეგმები, რომ გამორიცხულია პარლამენტში შევიდეთ; იქნება პროტესტები, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი – ნიკა გვარამია EU-ს ელჩთან შეხვედრაზე

პროევროპული ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან დასრულდა. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა...

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია “ცერერასგან” [Video]

საწარმო "ცერერა" დაარსდა 2004 წელს, რომელის ყოველ თვე ახდენს 2000-3000 ტონა ხორბლის გადამუშავებას. საწარმო...