მთავარისიახლეებისამართალი,,ეს ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია და მე ეს არ მინდა!" - განაცხადა დავით...

,,ეს ჩრდილოეთ კორეის სტანდარტია და მე ეს არ მინდა!” – განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
 
განაჩენის გამოცხადებამდე  სხდომათა დარბაზში დავით კირკიტაძემ გაკეთა განცხადება, რომ  უკომპრომისო ბრძოლით მიაღწევს მიზანს, .შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა," – განაცხადა კირკიტაძემ.
 
 
რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილებს მიმართა
 
,, ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის, პარანოიის ნიშანი. ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი და აზროვნებით ფარცხალაძისგან განსხვავდება, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, თქვენ ყველა, ვისაც კონსტიტუცია, სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე ხართ, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ, „სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით. აუცილებლად ბოლომდე მივყვებით და დათოს აუცილებლად გამოვიყვანთ.''  – განაცხადა  მან 
 
 
 
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი გიგი უგულავა  სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არასამართლიანს უწოდებს.
 
,,დიდი ხანია ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, დღეს ასევე დავინახეთ, რომ სასამართლო არის უტიფარიც, – განაცხადა მან გურჯაანის სასამართლოსთან .
„ეს პირველად არ გაუკეთებიათ, ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პილიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება. დღევანდელი დღე არ არის, მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე. დღეს, ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომლებსაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო, თავზე კონსტიტუცია გადაახიო. ამავროულად ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში ადამიანებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და თუ „შეეტენები“ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაშინ იქნები კარგად.
 
ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ივანიშვული ბოლომდე წელავს იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში“, – განაცხადა უგულავამ.
 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...