მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის ფედერაციაში წაიღე ბატონო ბიძინა ეს შენი დემოკრატია! აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას!...

რუსეთის ფედერაციაში წაიღე ბატონო ბიძინა ეს შენი დემოკრატია! აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას! – გურჯაანსი გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

Published on

გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
 
,,ე.წ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთ ჩვენს მეგობარს და მხარდამჭერს არ დავაჩაგვრინებთ. სტრასბურგამდეც რომ დაგვჭირდეს მისვლა, დავით კირკიტაძე იქნება თავისუფალი, რადგან ის თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა'', – ამ სიტყვებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გრიგოლ ვაშაძემ. 
 
„რატომ არის დავით კირკიტაძე დაკავებული? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის ეშინია. ერთ კვირაში გაზის ფასი რომ აიწევს, ნახავენ ეს მოქალაქეები რას იზამენ. რა კანონი და რა სასამართლო გვაქვს? ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები, მალზაზ მაჩიკაშვილის შვილის მკვლელები გარეთ დადიან. სამართალი მხოლოდ დავით კირკიტაძეზე მოქმედებს?
 
რუსეთის ფედერაციაში წაიღე ბატონო ბიძინა ეს შენი დემოკრატია! აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას! ამ საქართველოს იმაზე უკეთესი დამცველი არ ჰყავს, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენ თქვენზე ჭკვიანები ვართ, დემოკრატიულად მოგიგებთ და გაგიშვებთ მოუსავლეთში, იქ საიდანაც მოხვედით, – განაცხადა ვაშაძემ.
 
,,დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კრიკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია,“ – ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
 
უდუმაშვილის შეფასებით, ველისციხეში აქციის მშვიდობიან მონაწილეებს გზის გაგრძელების და თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქციის გამართვის შესაძლებლობა სწორედ გიორგი გახარიამ არ მისცა და მომხდარ ინციდენტებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ შს მინისტრს ეკისრება.
 
„გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა და ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.
 
 სასამართლო ბიძინა ივანიშვილს სრულად ემორჩილება. ჩვენ პოზიტიური განწყობები და იმედი არ გვაქვს იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს არის ქცეული პირად ნოტარიუსად ივანიშვილის,  თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო იმედი გვაქვს მოსამართლის პირადი გადაწყვეტილების, რამდენად ვაჟკაცი იქნება მოსამართლე და რამდენად შეძლებს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...