მთავარისიახლეებიპოლიტიკაარა სალომეს! - რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი

არა სალომეს! – რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი

Published on

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისიდან დაძრული კოლონა თელავში არ შეუშვეს, ამბობენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და სწორედ რუსთაველის გამზირიდან გააპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის მიერ მოპარულ არჩევნებს.
 
„ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
 
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს "ქართული ოცნება" აღარ არის ხელისუფლება და ის გახდა რეჟიმი.
 
„პირდაპირი დარბევა მიდიოდა. დაზიანებულია ათობით ავტომობილი, ნაცემია ასობით ადამიანი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებას უნდა, რომ პრეზიდენტად დაგვისვან სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ არ შევეგუებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მისგან დანიშნულ პრეზიდენტს,“- განაცხადა აქციის მონაწილემ, ბესო შენგელიამ.
 
არა სალომეს! – ამ წარწერებით ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი კარავი განათავსეს.
 
რუსთაველის გამზირზე მივიდა ზვიად კუპრავაც, რომელიც თვეების განმავლობაში შვილმოკლული მამების გვერდით აქციაზე იდგა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს მთავარსარდალი, რომელსაც ჯარმა არ მისცა ხმა და ჰყავს პრეზიდენტი რომელსაც ხალხმა არ დაუჭირა მხარი.
 
"თითოეული მოქალაქე დაიცავს საკუთარ არჩევანს და არ მისცემს ესკობარის ხელისუფლებას იმ შესაძლებლობას, რომ არჩევნები გააყალბონ საქართველოში და გაყალბებული ნება მოახვიონ თავს ქართველ ერს,"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...