მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

Published on

ამ დროისთვის 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე გრიპი, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსებია გავრცელებული. პაატა იმნაძის თქმით, წელს, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
„ზამთრის მოსვლასთან ერთად, გაციებით გამოწვეულმა და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობამ მოიმატა. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო – ჯერჯერობით, საქართველოში H1N1 ვირუსია გამოვლენილი. გარდა ამისა, გავრცელებულია, რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა არის ისეთივე, როგორიც 2017 წელს ამავე სეზონზე იყო. რაც შეეხება პოლიკლინიკებში მიმართვიანობას, იგივეა, რაც 2017 წელს ამ პერიოდში იყო, თუმცა 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, მცირეა. წელს, ლაბორატორიულად გრიპის 10-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსი იმაზე მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე ლაბორატორიულად გამოვლინდა. რიცხვებში რომ ვთქვათ, 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების 107-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობას, პაატა იმნაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით მისი რაოდენობა გაიზარდა.„საბედნიეროდ, წელს პირველად, სახელმწიფო პროგრამით 40000-მდე ადამიანი აიცრა. რაც შეეხება კერძო სექტორში გაკეთებული აცრების რაოდენობას, დაახლოებით 5 000-დან 10 000-მდეა. გრიპის ვირუსების გავრცელების პიკს როგორც ყოველთვის, ისე წელსაც დეკემბრის ბოლო კვირაში ველოდებით, შემდეგ მისი რაოდენობა ისევ შემცირდება, თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ველოდებით გავრცელების მეორე ტალღას. მიუხედავად ამისა, გავრცელება ეპიდემიურ ზღვარს არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს. რისკჯგუფებს წარმოადგენენ მცირეწლოვანი ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები და პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები (მაგალითად, დიაბეტის, სუნთქვასთან დაკავშირებული და გულსისხძარღვთა დაავადებების მქონე პირები)“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.რაც შეეხება რეკომენდაციებს, მისი თქმით, საჭიროა, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე, ხელების ხშირად დაბანა და გაციების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...