მთავარისიახლეებიპოლიტიკაოცნება სააკაშვილის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებაზე ოცნებად დარჩა - სტრასბურგის სასამართლომ...

ოცნება სააკაშვილის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებაზე ოცნებად დარჩა – სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია

Published on

სტრასბურგში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.
 
„ცხინვალში მცხოვრები პირები მიუთითებდნენ და ჩიოდნენ, რომ 2008 წლის ომის ფარგლებში საქართველოს მოქმედებებმა საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლეს და გამოიწვია მათი საკუთრების დაზიანება, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ეს სარჩელი იყო აშკარად დაუსაბუთებელი.
 
აქ აშკარად დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანების უფლებების დარღვევას გამოიწვევდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ უკვე სასამართლოს განჩინებასა და გადაწყვეტილებაშია ეს დაფიქსირებული,“- ამბობს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ძამაშვილი.
 
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალიდან მოქალაქეების სარჩელები არ მიიღო.
 
სასამართლოს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, კერძო საკუთრება კი განადგურდა.
"სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია"

სიახლეები

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა აქვს

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც დღეს დილით სამი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა ტვინის შერყევა...

EPP “ოცნების” ლიდერების დანსაქცირებას ითხოვს

მასობრივი რეპრესიების ფონზე მოქმედებაზე გადადის დასავლეთიც. ბრიუსელი ოლიგარქის და მისი მსახურების მიმართ ახალ მიზნობრივ...

ივანიშვილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან – უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და წერს, რომ ისინი...

ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ - მას დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში...