მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

Published on

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შეხვედრა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
 
შედეგების შეჯამების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურა.
 
"კომისიის წევრებს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვთ, რომ კომისიის სხდომაზე გამოხატონ და დააფიქსირონ საკუთარი აზრი. მათ დააფიქსირეს საკუთარი აზრი და დატოვეს კომისიის სხდომა. რაც შეეხება დარღვევებს და შეფასებებს, არჩევნების თითოეული შეფასება არის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ,“-ამბობს მიქელაძე. 
 
 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმათა 40,48% (780 680 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი ხმათა 59,52% (1 147 701 ხმა).
 
საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...