მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გადაარჩინეთ თქვენი ღირსება, ერთად შეიკარით და დაუდექით გვერდით ია კერზაიას ოჯახს,, -...

,,გადაარჩინეთ თქვენი ღირსება, ერთად შეიკარით და დაუდექით გვერდით ია კერზაიას ოჯახს,, – თენგიზ ჯგუშია დირექტორებს მიმართავს [Video]

Published on

,,სამეგრელოს ხმის,, დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პოსტ-საარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალება არის ხელისუფლების კისერზე ,,ვინმე გახარია, რომელსაც უსაფრთხოების ზომები უნდა უზრუნველეყო, პოლიტიკურ გილიოტინას მართავდა.,, ჯგუშიას თქმით, შსს მინისტრი ერთი თვე ხვდებოდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ახდენდა მათ ზომბირებას.,,ია კერზაიას სიცოცხლე არის იმათ კისერზე,ვინც გახარიას პირზე კოცნით ხვდებოდა. კერზაია იყო ღირსეული დირექტორი, რომელმაც ტრენდად ქცეულ მონურ მორჩილებაზე ღირსებით პროტესტის პრეცენდენტი შექმნა, რაშიც სიცოცხლე გადაიხადა,, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.მჺნ ასევე მოუწოდა პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს , ერთად დადგნენ, აიმაღლონ ხმა, დაიცვან საკუთარი ღირსება და გვერდით დაუდგნენ გარდაცვლილი დირექტორის ოჯახს.ჯგუშიას თქმით, მას არ უნახავს არც ერთი თავისუფალი პროტესტი გარდა ნაციონალური მოძრაობისა. ის ასევე მიმართავს მშობლებს, რათა პირში უთხრან სათქმელი დირექტორებს, რომ არ გაერიონ პოლიტიკაში.,,გახარიამ ჩაატარა ყველაზე არქიჩაცუცქული არჩევნნები სამეგრელოში და დადო შედეგი, რასაც ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა, სხვანაირად ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ვერ მოხდებოდა…,, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ

 

 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...