მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ვისაც დაუპირისპირდი, ის გაძლიერდება - გაერთიანება „ნაცმოძრაობის“...

გიორგი მარგველაშვილი: ვისაც დაუპირისპირდი, ის გაძლიერდება – გაერთიანება „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ ხდება

Published on

პრეზიდენტი ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს.
 
გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრისას ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჯერ კიდევ 2016 წელს ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის დატოვებისთვის ყველაფერი გააკეთა.
 
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივა არც ახლა ჩანს და ეს მარგველაშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ დიდი შეცდომაა.
 
„2016 წლის არჩევნების წინ პარტიებზე გაიხსნა მთავარი ცეცხლი, ის რასაც ვხედავდით და რასაც ვერ ვხედავდით.
 
ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ცნობილი პოლიტიკური სახეები მოხსნეს პოლიტიკური სპექტრიდან, რომ ვაიმე, „ქართული ოცნების“ ხმები არ გაეყო.  კლიშე დააყენეს, რომ ან „ნაციონალური მოძრაობა“ ან ჩვენ.
 
რა მოხდა ამ არჩევნებზე? ეს ადამიანები ვინც „ქართულ ოცნებას“ გაუუცხოვდნენ, ამ გაუცხოებამ ერთხელ მიიყვანა ქართულ ოცნებასთან,  მაგრამ არ შეიძლება ექვსი წელი ერთი და იმავეს ამბობდე, არ შეიძლება 6 წელი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომაროებაში, არ შეიძლება 6 წელი ამადლიდე მას, რაც სინამდვილეში მან გააკეთა. როგორც გაგრძელდება პოლიტიკური ვითარება. როცა შენ ჩაჭერი ბუფერული მესამე ცენტრის შექმნის შესაძლებლობა“-ამბობს მარგველაშვილი.
 
პრეზიდენტის აზრით, მმართველ ძალას მესამე პოლიტიკური პოლუსის შექმნის მცდელობა 2016 წელს რომ არ ჩაეხშო, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა 300 ათასით არ გაიზრდებოდა.
 
„ვისაც დაუპირისპირდი ის გაძლიერდება. ხომ ხდება „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება.თაობები მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ნაციონალების არმომშვებების გარანტორები არიან – ეს კლიშე დაინგრა. მესამე ძალა ახლო მომავალში ჩემი აზრით ვერ ჩამოყალიბდება, ამის წინაპირობა ახლა კი არა 2016 წელს არის დაშვებული,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...