პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

0
399

 

პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
 
აღარ ვსაუბრობ იმ კრიმინალზე რომელიც ქვეყანაშია, ამ დარბაზში ზის, მინიმუმ, ორი კრიმინალი დეპუტატი – განაცხადა ნიკა მელიამ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
 
მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში ჩვეულებრივი მოძალადე ზის, ენზელ მკოიანი, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებს.
 
„თქვენ ხართ დამნაშავეები და კრიმინალები, ბრმა მორჩილებაში მყოფი… ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს – ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი. თქვენს სინდისზეა, როგორც მინიმუმ, ერთი ადამიანის მკვლელობა და ეს ეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორს. ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე.
 
მესამე, დღეს ვიდრე ასე თავს იწონებთ ვიღაცის წინაშე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ებრძვის სიკვდილს ონის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი და ეს არის სისხლიანი არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ,“- მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს.
 
მელია ამბობს, რომ ძალიან მალე გაერთიანებული ოპოზიცია გაასაჯაროებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. 
 
არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური ნაციონალური“ მოძრაობის წევრ ნიკა მელიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა..
 
ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას „უღირსი დამარცხებული უწოდა“.
 
„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია, მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი, დამარცხებული“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.
 
პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას მიმართა და უთხრა, რომ ხმა ჩაეკმინდა და ჩუმად მჯდარიყო, "უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" -. ამის შემდეგ ინაშვილი მელიას მაგიდასთან მივიდა და ფურცლები შეაყარა, დაპირისპირება დეპუტატებმა და მანდატურმა განმუხტეს.
 
მაგრამ მას შემდეგ როცა ნიკა მელია დარბაზს ტოვებდა, მას ზურგიდან ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი მიეპარა და მუშტი ჩაარტყა. 
 
“54 წლის კაცი დავიბენი აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ბოლოსდაბოლოს რა გინდათ, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციაზე, რა უნდა მოაწყოთ თქვით. რომ გადიხართ და ხელებს იშვერთ, ორი საათია ვუსმენ კაცს, [ნიკა მელიას] რომელიც ყეფდა, რა ამოსდიოდა პირიდან , რას არ აკეთებდა, პასუხიც არ უნდა გავცეთ? რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ თუ რა გაგიკეთოთ გამაგებინეთ. კრიტიკული აზრი უნდა თქვათ და ვიღაცას აქვს ამის კულტურა რომ თქვას და ვიღაცას არ აქვს. თქვენ რაღა უნდა ასწავლოთ ხალხს ნუ გამაგიჟეთ. გიყურებთ ხალხი, 800-ჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან. აღარ ხართ დედამიწის ზურგზე აღარ სუნთქავთ, რეალობაში აღარ ხართ. სამარცხვინოა ეს გაქაჩვ-გამოქაჩვები. საჩხუბი მოედანიც არ არის წესიერად რომ კაცმა იჩხუბოს. ზის კაცი ყეფს, არ შეიძლება პირადი შეურაცხყოფა ადამიანის – ასე ახსნა პაპუაშვილმა თავისი საქციელი. 
 
.პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.
 
 

წინა სტატიაჯეიმს აპატურაი: საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე
შემდეგი სტატიასტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური