მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუნგაშ კარაია. შენების ფილოსოფია

გუნგაშ კარაია. შენების ფილოსოფია

Published on

 ეს სიმინდის ნაგულის კარავია – გუნგაშ კარაია.
 
ზამთარში, როცა გარეთ ციოდა, წვიმდა, თოვდა თუ ქარი დაწანწალებდა ( ბორია ისანწალუდ),   გართობაც სხვაგვარი იყო  – ბუხრის თუ კერიის ცეცხლთან დაყრილი    სიმინდის ნაგული მეგრელი ბავშვისთვის დღევანდელი საბვშვო კუბების დანიშნულებას ასრულებდა, ფერადი არ იყო, მაგრამ,  პლასტიკატისგან განსხვავებით,თოვლისა და ფქვილის სითეთრე ჰქონდა,  კიდევ დედის, ბებიას თუ მამიდის ადუღებული თბილი რძისა, ამასთან, რაღაც  ძალიან შინაური, ბაბუას ხელივით ფხაჭუნა და   თბილი  ფაქტურა.    ბავშვები ერთმანეთს აჯიბრებდნენ თავიანთ კარვებს – ვინც უფრო მაღალ ,,კარაიას’’ ააშენებდა, გამარჯვებულიც ის იყო, მაგრამ უცილობელი პირობით: კარავი არ უნდა დაშლილიყო, როცა მაღლა, ჰაერში  ასწევდი ღერძით, რომელსაც იყო შემოწყობილი სიმინდის ნაგული. 
 
 ამ  თამაშის ფილოსოფია იმაშია , რომ რასაც აკეთებ, საფუძვლიანად უნდა აკეთო  და ყველა სიტუაციაზე გათვალო, ანუ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფეხქვეშ ნიადაგი გეცლება,  შეინარჩუნო სიმტკიცე და მდგრადობა. სახელმწიფოს შენებაც  ასეა. ალბათ, უნდა გაუძლო  ნებისმიერ რყევას, რომ ამ ,,კარაიასავით’’ არ ჩამოგეშალოს  ნაშრომი და ნაფიქრი. 
 
 სამწუხაროდ, ბავშვებს ტრადიციულ თამაშებსა და გართობებს აღარ ვასწავლით, იქნებ ამიტომაც გვაკლია გულმოდგინება, თანმიმდევრულობა, ვჩქარობთ, დიდი ამბით  ვიწყებთ რაღაცას და მალევე გვბეზრდება, კიდევ უარესი, ხშირად  სხვასაც ვუშლით ხელს შენებაში. ალბათ ამიტომაც  ჩამოგვემხო თავზე სახელმწიფო არა ერთხელ და ორჯერ. 
 
ადამიანი ბავშვობიდან უნდა  ეჩვეოდეს  გულმოდგინებას და მყარად შენებას, თუ ეს ვერ ისწავლა, ის მაინც ეცოდინება, რომ კარგად შენებას  მტკიცე მასალა და შეუპოვრობა ჭირდება, მით უფრო, რომ სახელმწიფო  სათამაშო კარავი არ არის. ისე,  არც ის უნდა გახდეს  სასოწარკვეთისა და გულის აცრუების მიზეზი,  თუ  საქმე დაგეშალა, შეგიფერხდა.  – აი, ჩვენც  დაგვეშალა კარავი, მაგრამ თავიდან ვაშენებთ. და ეს ღირს – ხელი გეშლება,  წვალობ, ნერვიულობ,  მაგრამ, სამაგიეროდ, ისე გიხარია, როცა  შენი ნაშრომი სიმაღლეზე ავა და დამაგრდება… 
 

სიახლეები

წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას...

ლიდერ ქალთა საზოგადოების მე11 წარდგენის ცერემონია გაიმართა

„ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" გამორჩეული-მე-11 საქველმოქმედო ღონისძიება წარმატებით გამართა, რომელიც ორმაგი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. ერთი მხრივ,...

“ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ” – სახდეპის სპიკერი

"ამასთან ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა... აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს...

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის გამო “კვატია”, “კვერცხა”, “გოტო” და კიდევ 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15...