კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას- განათლების მინისტრის მოადგილე

0
376
კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის, – ამის შესახებგანათლების მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.მინისტრის მოადგილე სამინიტროს სახელით ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისივე თქმით, სკოლებში შემოწმება ჩვეულებრივი პროცესია.
"მინდა მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, – განაცხადა ხარატიშვილმა.
 
ლევან ხარატიშვილის თქმით, პარლამენტში მინისტრის დაბარებაზე მათ ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
 
"რაც შეეხება პარლამენტში დაბარების საკითხს, ჩვენ ჯერ ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიგვიღია. ყველა იმ პროცედურის დაცვით, რომელიც გულისხმობს მინისტრის თუ მთავრობის სხვა წევრის პარლამენტში მიწვევას, თუ იქნება დაცული, ბუნებრივია, მინისტრი თავის გრაფიკიდან გამომდინარე ამას გაითვალისწინებს",- განაცხადა ხარატიშვილმა.
 
რაც შეეხებს გამოძიების დაწყების საკითხს, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან.
 
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან, მათ შორის სახალხო დამცველთან იმისთვის, რომ ის კითხვები, რომლის გარშემოც ხდება სამწუხაროდ, პოლიტიზირება, იქნას დროულად და სათანადოდ გაცემული პასუხი",- აღნიშნა ხარატიშვილმა.
 
9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
 
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.
 
კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.
წინა სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ია კერზაიას მკვლელობისათვის პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური