მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმოსალოდნელი იყო რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა - ბათუ ქუთელია სოფელ ატოცში...

მოსალოდნელი იყო რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა – ბათუ ქუთელია სოფელ ატოცში ოკუპანტების გაატიურებას ეხმაურება

Published on

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია სოფელ ატოცში ოკუპანტების გაატიურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ გაძლიერდეს უსაფრთხოების ნორმები და ამ პროცესში უცხოელების გარდა, ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთონ:
 
"რუსეთის ქცევის ხელწერას თუ დავაკვირდებით ყოველთვის, როდესაც მგრძნობიარე პოლიტიკური პროცესია, ისინი ცდილობენ გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის ზეწოლა. არჩევნები მგრძნობიარე პერიოდი იყო. პიკში იყო დაპირისპირება ასული, ერთ-ერთ დაპირისპირების თემა, სწორედ ოკუპაცია და რუსეთის თემა იყო, მოსალოდნელი იყო რომ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ადგილზე უფრო მეტი უნდა იყოს ხილული ყოფნა სამართალდამცავი ორგანოების და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხშირი ვიზიტი და მონიტორინგი და უმკაცრესი რეაგირება."- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
 
გუშინ  ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია'' გაავრცელა ინფორმაცია, რომ დილიდან სოფელ ატოცთან რუსი ოკუპანტები   საინჟინრო მანქანით გამოჩნდნენ და  მავთულხლართების გასავლებად საჭირო ინვენტარი მიიტანეს
სავარაუდოდ ისინი რამდენიმე დღის წინ დაწყებული ბორდერიზაციის გაგრძელებას გეგმავენ.- ოკუპანტების აქტივობა უჩვეულოდ მაღალი იყო. 
მოძრაობდნენ საინჟინრო მანქანით, გაძლიერებული პატრული, ნიღბიანი ჯარისკაცები მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სიახლოვეს იმყოფებოდნენ. ორი ოკუპანტი კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრობლემოდ იდგა და გვაკვირდებოდა..
დღე მშვიდობიანად დამთავრდა. თუმცა მზადება საოკუპაციო ხაზის გასავლებად სახეზეა. მაგრამ ჩვენც მზად ვართ დავდგეთ და არ გავატაროთ. ნებუსმიერ ფასად. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. მეტს ვერაფერს გეტყვით. – აცხადებს მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა  
 
დავით ქაცარავას თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ რუსებმა გააქტიურეს მუშაობა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით სატრანზიტო დერეფნების გახსნასთან დაკავშირებით. ლავროვი კმაყოფილებით იუწყება რომ ეს დერეფნები 3 თვის ვადაში უნდა გაიხსნას.
30 ნოემბერს საქართველომ უკვე გადაურიცხა შვეიცარულ კომპანია SGS ს მომსახურების გადასახადი და აქედან დაიწყო 3 თვიანი პერიოდის ათვლა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.
დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დე-იურე რუსეთისთვის გადაცემის პროცედურა! 
 
ორგანიზაციის წევრები ორ კვირაზე მეტია სოფელ ატოცში მორიგეობენ. გუშინ ოკუპანტებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ მიმართა.
 
“თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ, თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ” – განუცხადა მან ატოცში შემოჭრილ სამხედროფორმიანებს.

 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...