მთავარისიახლეებიპოლიტიკამომავალი წლიდან საჯარო ბაღების აღსაზრდელები შესაძლოა კვების გარეშე დარჩნენ? - ოპოზიცია თბილისის...

მომავალი წლიდან საჯარო ბაღების აღსაზრდელები შესაძლოა კვების გარეშე დარჩნენ? – ოპოზიცია თბილისის მერიის წინააღმდეგ

Published on

რომელი კომპანია მიაწოდებს მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღებს საკვებს? – მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით კომპანიები არ ინტერესდებიან. ამის მიზეზად კი ის სახლედება, რომ მერიის მიერ ერთი აღსაზრდელის გამოსაკვებად დღიურ ნორმად 3.24 ლარიდა დასახელებულლი. გასულ წელთან შედარებით ეს თანხა არ შეცვლილა.
 
ოპოზიციის რიგებში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფასი კომპანიებისთვის მიუღებელია. ხაბეიშვილი არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ამ ტენდერში მონაწილეობას კომპანიები არ ისურვებენ, რადგან ეს მათ გაკოტრების საფრთხეს შეუქმნის.
 
„მედია, ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ მონიტორინგს და ფაქტობრივად ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა რომ ხარისხიანი შეიტანონ, როცა იძულებული ხდება, რომ ხარისხიანი შეიტანოს რამდენიმე თვიანი მონიტორინგის შემდეგ ეს კომპანია უკვე არის გაკოტრების საფრთხის წინაშე და ფაქტობრივად ამ კომპანიას აღარ შეუძლია რომ ის ვალდებულებები რაც წინა წელს აიღო, აიღოს ახლაც საკუთარ თავზე. საბოლოოდ მივიღეთ, გაკოტრებული კომპანია, რამდენიმე თვე უხარისხო კვება ბაღებში, არასწორი მენეჯმენტი და წლის ბოლოს ვღებულობთ ისევ არასწორ მენეჯმენტს, ისევ იგივე წრეზე მივდივართ. იგივენაირად უნდა ვემათხოვროთ კომპანიებს, შეიძლება იყოს იგივე პრობლემები, იგივენაირად შეიძლება რძე შეიტანონ კონიაკის შეფუთვით,“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...