მთავარისიახლეებიპოლიტიკაია კერზაიას შვილი განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების...

ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების დასჯას ითხოვს

Published on

ბაჩანა შენგელია, იმ კონკრეტულ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა, მისი თქმით, ესენი არინ: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. სწორედ მათი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, უკვე მეხუთე დღეა ზუგდიდის 6-ე საჯარო სკოლის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად კრიტიკულია.
 
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და მიმართვას არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ უწყებებს, მომხდარით დაინტერესდნენ.
 
„ვინაიდან სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული დანაშაული მათი მხრიდან, განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირველი პირიდან დაწყებული რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, დასრულებული დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის დისკრიმინაციული ნიშნით დევნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა და აუცილებლად დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის და მათ მიმართ, ასე ვთქვათ, ბრალის წარდგენის ყველა საფუძველს. წარვადგენთ ყველანაირ დოკუმენტაციას და მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ უმკაცრესად, ვინაიდან მიიღეს ამ ერთ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა,“ – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...