მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება დაგვირგვინდა იმით, რომ მალე პრეზიდენტი პარლამენტისა და მთავრობის...

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება დაგვირგვინდა იმით, რომ მალე პრეზიდენტი პარლამენტისა და მთავრობის დაუკითხავად სახელმწიფო ჯილდოსაც კი ვერ მიანიჭებს პირს

Published on

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის 40%-ით შემცირებას ინსტიტუტის დაკნინების მცდელობას უწოდებს:
 
„მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ, ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. ახლაც დევს კანონის პროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტს და მთავრობას.
 
ეს პროცესის შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტი. ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს.
 
არავის ეს ჩვენთვის არ უკითხავს და ამის საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა,“-ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
 
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, როგორც ცნობილია 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ფონდი საერთოდ უქმდება:
 
„სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას.
 
მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს,“-ამბობს აბაშიშვილი.
 
თავად საქართველოს ახლადარჩეულიპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს ან არ ხედავს:  ესაა მხოლოდ საბიუჯეტო პროცესი – არავითარი პრობლემა არაა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებასა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მთლიანად გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა.
 
„ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, შეტანილია ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ ახლა მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...