მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დამარცხებულის პოზიციაში არის ხელისუფლება, რომელსაც ინაუგურაციის ჩატარებისაც კი ეშინია დედაქალაქში" - ზაალ...

“დამარცხებულის პოზიციაში არის ხელისუფლება, რომელსაც ინაუგურაციის ჩატარებისაც კი ეშინია დედაქალაქში” – ზაალ უდუმაშვილი

Published on

„ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ოპოზიციასთან და პარალელურ რეჟიმში გრიგოლ ვაშაძე იწყებს მორიგ ტურნეს საქართველოს მასშტაბით,“ – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა, არჩევანის ეთერში გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.
 
ზაალ უდუმაშვილის თქმით, გრიგოლ ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დღეიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე რუსთაველებს შეხვდა.
 
უდუმაშვილი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდებიან და მათ აუხსნიან, რატომ არის მათი ულტიმატუმი მნიშვნელოვანი, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
 
უდუმაშვილის თქმით, 16 დეკემბრამდე, როდესაც ულტიმატუმის ვადა იწურება, მთელი საქართველოს მასშტაბით დაასრულებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ასევე მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან.
 
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებას 16 დეკემბერს ოპოზიციის ძალას დაანახებენ.
 
„იმდენად შეშინებულები არიან, რომ იმასაც ვერ ბედავენ, თბილისში ჩაატარონ ინაუგურაცია თავისი დანიშნული პრეზიდენტის. დარბიან ქალაქ-ქალაქ, არჩევენ, სად უფრო უსაფრთხო იქნება. ახლა, თითქოს თავს დავესხმებით ჩვენ „მადამ პიურეს“. ვინ არის ახლა გამარჯვებულის პოზიციაში? გამარჯვებულის პოზიციაში არის ოპოზიცია და ხალხი და დამარცხებულის პოზიციაში არის ხელისუფლება, რომელსაც ინაუგურაციის ჩატარებისაც კი ეშინია დედაქალაქში,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

სიახლეები

“2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა” – CMIS

"მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე...

“11 ბენეფიციარი ელოდება სიცოცხლის გადარჩენას. აქედან 4 ბავშვია“ – ჟორჟოლიანი გაბიტაშვილის უწყებას მიმართავს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გაბიტაშვილის უწყებას მიმართავს და მოუწოდებს ფონდის ანგარიშზე ყადაღა მოხსნან, რათა მან...

გრიგოლ გეგელია: ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ მოკლა ანაკლია

რეჟიმი რუსულ დავალებას ასრულებს - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია "ქართული...

“საქართველო ელექტორალური დემოკრატია აღარ არის” – Freedom House-ი

Freedom House-ი 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო...