მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს

Published on

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ლაშა ჟვანია დაიკავებს. ჟვანიამ უკვე უარი თქვა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და გავრცელებული ინფორმაციას დაადასტურა. 
 
ახალი პრეზიდენტის წარმომადგენლების ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის წევრი შესაძლოა გახდეს საქართველოს კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიძინა გიორგობიანი.
 
გიორგობიანი ამბობს, რომ მას სალომე ზურაბიშვილისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა, ის მზად არის, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ნებისმიერი სახის წინადადება განიხილოს.
 
„მე არ მიმიღია არავითარი შემოთავაზება სალომესგან ადმინისტრაციაში მუშაობის. მე დავუშვათ, ახლა რომ გავაკეთო განმარტება, რომ მგონია, იქ უნდა ვიმუშაო, ჩემგან იქნება ძალიან უხერხული. ალბათ თვითონ უნდა გააკეთოს, ადმინისტრაცია უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტმა თვითონ. თუ დასჭირდება პრეზიდენტს და მეტყვის, რომ აი, მე მინდა, რომ დავუშვათ შენ ამას და ამას აკეთებდე ჩემს გვერდით, მაშინ მე მოვიფიქრებ, რომ გავაკეთო თუ არა, შემიძლია თუ არა იმ საქმის გაკეთება… თუ ჩათვლის, ქალბატონი სალომე, რომ მე რაღაც შემიძლია და უნდა გავაკეთო მის ადმინისტრაციაში და მეტყვის, რომ ეს გააკეთო უნდა შენ და კარგი იქნება თუ ამას გააკეთებ, მაშინ არ ვიცი, მივიღებ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
 
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის გუნდის წევრი შესაძლოა გახდეს ასევე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე. მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა მიიღო თუ არა უკვე შეთავაზება სალომე ზურაბიშვილისგან.
 
სამხარაძის თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს ადმინისტრაციის შემადგენლობას.
 
„ქალბატონი პრეზიდენტი თვითონ გამოაცხადებს, როცა გამოაცხადებს მაშინ იქნება. როცა არ იქნება ოფიციალური განცხადება, როგორ დავადასტურებ. კონკრეტული არაფერი,“ – განაცხადა სამხარაძემ.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...