მთავარისიახლეებიპოლიტიკადიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან იმ დარღვევებით, რომელთა...

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან იმ დარღვევებით, რომელთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია

Published on

დიპლომატიური კორპუსი კრიტიკულად აფასებს იმ არათანაბარ გარემოს, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
 
მორიგი განცხადებები დღეს გაეროსა და შვედეთის ელჩებმა გააკეთეს. ისინი შეშფოთებულები არიან გამოვლენილი ხარვეზებით და დარღვევებით. დიპლომატების განცხადებით, შეფასებები დაფუძნებულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიგენებებზე.
 
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელით მინდა მივულოცო სალომე ზურაბიშვილს. ის არის პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მიუხედავად ამისა ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ იმ დარღვევებით, რომელთა შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. განსაკუთრებით ეს არის სამწუხარო ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიის სტანდარტებისკენ. შესაძლო დარღვევები დეტალურად იყო აღწერილი, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. ეს დარღვევები ეხებოდა მედია თავისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ასევე პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრების წაშლას,“ – განაცხადა გაეროს ელჩმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...