მთავარისიახლეებიპოლიტიკავადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით თბილისში აქცია მიმდინარეობს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით თბილისში აქცია მიმდინარეობს

Published on

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე წუთში სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბრის არჩევნებს არ აღიარებენ. აქციის ორგანიზატორები მას სამარცხვინოდ და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს. როგორც ზაალ უდუმაშვილის აცხადებს, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომელმაც ხალხს არჩევნები მოჰპარა. „ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოჰპარა 28 ნოემბერს არჩევნები საკუთარ ხალხს. დიახ, ეს იყო ქურდულ-კრიმინალური სინდიკატი, რომელთანაც იყო შეკრული ხელისუფლება და სწორედ ამ მეთოდებით მათ საქართველოს მოსახლეობას მოპარეს არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი, არამედ მოჰპარეს ამ ხალხს განესაზღვრათ საკუთარი მომავალი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. „ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...