მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობდნენ ე.წ. ძველი ბიჭები გახარიას დავალებით"-მურთაზ ზოდელავა

“ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობდნენ ე.წ. ძველი ბიჭები გახარიას დავალებით”-მურთაზ ზოდელავა

Published on

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც 28 ნოემბრის არჩევნებს სხვა არჩევნებისგან გამოარჩევდა – ეს საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭების აქტიურობა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ადამიანები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან სახლებში დადიოდნენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. მურთაზ ზოდელავა იმასაც ამბობს, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებასა და შავ სამყაროს შორის გარიგება შედგა, რომელიც საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ციხიდან ვადაზე ადრე მათი მეგობრების გათავისუფლებას შეეხებოდა. მისივე თქმით ამ პროცესს, ქალაქის მაყურებლებთან შეთანხმებით, შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდა.
 
„ეს არჩევნები კი არ მოიგო, არამედ გააყალბა ხელისუფლებამ. დიდი ფულის მეშვეობით და აი ამ ფულის დარიგებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს კრიმინალებმა. ე.წ. ძველმა ბიჭებმა. იმ ხალხმა ვისთან ალიანსიც დაუშვებელია. ისინი შეკრა ხელისუფლებამ, შექმნა მათგან ჯგუფები და ამ ჯგუფებმა დაიწყეს ეგ შავი საქმის კეთება. ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ  მიცემული მათ გახარიასგან, დაშინება, მუქარა  და შიშის გარემოს შექმნა,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
 
მისივე თქმით ამ ჯგუფებს ჰქონდათ მონაცემები გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებთან დაკავშირებით და სწორედ მათზე ახორციელებდნენ ზეწოლას. მურთაზ ზოდელავა აცხადებს რომ ე.წ. ძველ ბიჭებს ასევე ევალებოდათ ამომრჩევლის მოსყიდვა.
 
„მოსყიდვაში აქტიური მონაწილეობა ძველი ბიჭი იქნება ეს თუ მომპარავი, მაყურებელი უფრო მარტივად შედის კომუნიკაციაში და მარტივად დაიყოლიებს ხოლმე დანაშაულზე ადამიანს და მან იცის ვინ არის გაჭირვებული. მან იცის ვისთან შეიძლება ამით მისვლა. და ის იმავდროულად იმუქრება რომ თუ უარს მიიღებს ამ ადამიანისგან, რომ ამის გახმაურება არ შეიძლება. ეს გააკეთებინეს მათ „ქართულმა ოცნებამ. ივანიშვილმა, კონკრეტულად გახარიამ ივანიშვილის დავალებით,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ გახარიას რეპუტაცია მთლიანად არის განადგურებული.   

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...