მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების მიერ დაანონსებული ვალების ჩამოწერა, შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ მოესწროს

ხელისუფლების მიერ დაანონსებული ვალების ჩამოწერა, შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ მოესწროს

Published on

ხელისუფლების მიერ წინასაარცევნო პერიოდში დაანონსებული ვალების ჩამოწერის პროგრამის ამოქმედება შესაძლოა წლის ბოლომდე ვერ მოესწროს.
 
აღსანიშავია, რომ 3 დეკემბერს უნდა ამუშავებულიყო სპეციალური ვებ-გვერდი,ს ადაც მოქალაქეები მიიღებდნენ ინფორმაციას, თუ ვის აპატია ამა თუ იმ საფინანსო დაწესებულებამ ვალი, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 3 დეკემბერს აღნიშნული ვებ-გვერდი არ ამოქმედდება.
 
საკითხზე დღეს კომენტარი ფინანსთა მინისტრი მოადგილემ გააკეთა:
 
„მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...