მთავარისიახლეებისაზოგადოებაწაქცეული ხეები, დაგლეჯილი ელექტროსადენები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს...

წაქცეული ხეები, დაგლეჯილი ელექტროსადენები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა – სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს [Video]

Published on

ანაკლიაში რამდენიმე საათია სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან. სამეგრელოში ძლიერი ქარია მძვინვარებს. ქარის სიმძლავრე დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა.წაქცეულია ხეები, დაგლეჯილია ელექტროსადენები, შესაბამისად ქალაქში გათიშულია ელექტროენერგია. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა კოტეჯები და საგაზაფხულო ბუნგალო, ასევე ქარს მიაქვს პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ქვიშა. ძლიერმა ქარმა ხობში ხიდიც დააზიანა, რის გამოც გადაადგილება შეუძლებელია.ადგილზე ხილვადობა საგრძნობლად გაუარესდა და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.ანაკლიელები ამბობენ, რომ ასეთი ქარი მათ არ ახსოვთ
„არ მინახავს ასეთი ქარი. ჯერ პირველად არის დღეს. ხეები აგერ ჰომ ხედავთ რა ამბავია, დაგლეჯილია ყველაფერი. პორტიდან მოაქვს ახლა ეს ქვიშა,“ – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები კახა სვანიძე.
 
 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...