მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ"- გრიგოლ ვაშაძე

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ”- გრიგოლ ვაშაძე

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მანიფესტაციისთვის ემზადება.
 
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.
 
„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით,“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.
 
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქცია სპონტანურად არის დაგეგმილი და ხალხის მობილიზება ორგანიზებულად არ ხდება.
 
გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.
 
„ყველაფერი დამოკიდებულია ქართული ოცნების პასუხზე. მე მათ არ ვურჩევდი, კუთხეში მიამწყვდიოს 800 ათასი ადამიანი, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.
 
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
 
როგორც პაატა დავითაია აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეღარ ექნება.
 
ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. დღეს გახდება ცნობილი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება არჩევნების შემდგომ სტრატეგიაზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...