მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო დამკვირვებლების უმკაცრეს დასკვნაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები ...

საერთაშორისო დამკვირვებლების უმკაცრეს დასკვნაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე

Published on

 
 
ყველაზე მკაცრი და კრიტიკული დასკვნა არჩევნების შემდეგ – გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეაჯამეს.
 
დასკვნაში წერია, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველს მოკლებული უპირატესობით. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში არ არის არც ერთი სიტყვა ნახსენები სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე.
 
საკმაოდ მწვავე იყო ევროპარლამენტის დამკვირვებელი რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი შოკში ჩააგდო ვალების დაფარვის შესახებ წინასაარჩევნოდ გაკეთებულმა განცხადებამ. დამკვირვებლები ამ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ.
 
„ძალზედ გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და ბრალდებები კანდიდატების მიმართ. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა. მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში. დიდი სიურპრიზი იყო როდესაც შევიტყვეთ ვალების ჩამოწერის შესახებ 600 ათასი მოქალაქისათვის,“-განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ლაიმა ანდრიკიენემ.
 
საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის არათანაბარი ფინანსური გარემო, რომლის გამოც ერთ მხარე აღმოჩნდა უპირატესობაში, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.  
 
„სამწუხაროდ მკაცრი ნეგატიური და ზოგჯერ ძალადობრივი რიტორიკის გამოყენებამ დიდი ჩრდილი მიაყენა კამპანიას და ხელი შეუწყო დაძაბულობის ზრდას საარჩევნო გარემოში. მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით და დამკვირვებელთა თვალთვალზე არჩევნების დროს,“-განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა. 
 
 
 
 
.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...