მთავარისიახლეებიპოლიტიკასაია მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების ბათილად...

საია მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას და შედეგების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს

Published on

მარნეულის #49-ე უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი, – ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი.
 
საია-ს დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა – სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის.
 
„საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა, განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ, მან უბანი დატოვა.
 
გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად – 11:32 საათზე, ხოლო მეორედ – 14:08 საათზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი. საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა.
 
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე 15:25 საათზე 5 პირს, რომელსაც ხელზე მარკირება აღენიშნებოდათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
 
ამ დრომდე დაფიქსირებული დარღვევების გამო, საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას (აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი) და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე“, -ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...