მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ესაქმებათ მარნეულში ე.წ. კობრებს და რატომ გვამზადებს შსს იმისათვის,...

რა ესაქმებათ მარნეულში ე.წ. კობრებს და რატომ გვამზადებს შსს იმისათვის, რომ დღეს კობრების გარდა მძიმე სპეცტექნიკამაც იხრიგინოს მთელ საქართველოში

Published on

 მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება ხდება. რამდენიმე წუთის წინ, იქ სპეციალური დანიშნულების რაზმი მიიყვანეს. ადგილზეა სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა.
 
,,მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს – საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მარნეულში, ისევე როგორც სხვა რაიონებში ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება შესაბამისი აღჭურვილობით. ამ ეტაპზე არ არსებობს ამის კონკრეტული მიზეზი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სხვაგან გადაადგილებაც“,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
 
შეგახსენებთ, დილიდან მედიამ სპეცრაზმების მობილიზების არაერთი ფაქტი დააფიქსირა.   „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სპეცდანიშნულების რაზმი, ჩაფხუტები, ფარები, დუბინკები და სპეცტექნიკა! საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – საქართველო ! გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელი!
გასაყალბებლად ემზადებით?!
თქვენ გგონიათ, ამით შეგვაშინებთ?! ნურას უკაცრავად!!!!“

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...