მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყველაფერი კარგად იქნება'' - სანდრა რულოვსმა და ნინო ანანიაშვილმა არჩევანი დააფიქსირეს

,,ყველაფერი კარგად იქნება” – სანდრა რულოვსმა და ნინო ანანიაშვილმა არჩევანი დააფიქსირეს

Published on

 
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის თქმით, მან ხმა ევროპული ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას მისცა.  
 
„
 
დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ჩვენ კარგად ვნახეთ, ვინ როგორ პატივს სცემს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს და მათ ღირებულებებს. მე ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ადვილი. მე ხმა მივეცი პროევროპულ, მრავალპარტიულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კანდიდატს“, – განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.„მე ვთვლი, რომ დღევანდელი არჩევანი უნდა იყოს მოქალაქისთვის ძალიან ადვილი. მე ხმა მივეცი, რა თქმა უნდა, პროევროპული, მრავალპარტიული და ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას და კანდიდატს,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 
 
.
თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა.
 
ნინო ანანიაშვილის თქმით, მან არჩევანი შვილების მომავლისა და პენსიონერების კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთა.
 
„მინდა ყველას ვთხოვო, არ დაიზაროთ, მიდით და შეასრულეთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა. მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და ჩვენი პენსიონერების კეთილდღეობას. იმედია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“- გაანცხადა ნინო ანანიაშვილმა.
 
ნინო ანანიაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა თბილისში მიიღო, მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე კი ხმას ქუთაისში აძლევს..

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...