მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ხალხი არ ეგუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველ ბიჭებს, რაღაც პროვოკაციებს....

მიხეილ სააკაშვილი: ხალხი არ ეგუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველ ბიჭებს, რაღაც პროვოკაციებს. გამარჯვების დრო დგება!

Published on

 
“მთელი ამათი ცირკები, დროშებით ფრიალი, სირბილი, ყვირილი, სიგნალები, ვითომ რაღაცას რომ ზეიმობენ, ეს ნიშნავს, რომ კუჭი აეწვათ და ძალიან ცუდად აქვთ საქმე და აგებენ, ეს არის კლასიკური, ივანიშვილი როდესაც აგებს. ამიტომ ახლა, ყველანი წყნარად, საარჩევნო უბნებზე! ნუ შეგეშინდებათ ნურანაირი თვალების ბრიალის ვიღაცეების, ეგენი არაფერს წარმოადგენენ, კაპიკია მაგათი ფასი ”მე ჩემთვის არაფერი მინდა – ყველანი მიდით არჩევნებში, რომ ამ პროცესიდან გამარჯვებულები გამოხვიდეთ და საბოლოოდ ჩააბეტონოთ თქვენი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ „ხალხს საკუთარი ქვეყნის დაბრუნება სურს“.
 
„ჩემო ძვირფასებო, მივდივართ კარგად. აქტიურობა იყო ძალიან მაღალი და რამდენიმე რეგიონში კიდევ მოიმატა ძალიან მკვეთრად. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხი არ ეგუება ზეწოლას, მოსყიდვას, ძველ ბიჭებს, რაღაც პროვოკაციებს. ქართველ ხალხს თავისი ქვეყნის დაბრუნება სურს. ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ახლა, დარჩენილ ორ საათზე ნაკლებში, კიდევ ერთი თხოვნაა ჩემი, როგორც უბრალო მრჩევლის და საქართველოს პატრიოტის – მე ჩემთვის არაფერი მინდა – ყველანი მიდით არჩევნებზე, რომ ამ პროცესიდან გამარჯვებულები გამოხვიდეთ და საბოლოოდ ჩააბეტონოთ თქვენი გამარჯვება. ყველაფერი კარგად იქნება. ნახეთ, როგორ ცუდ ხასიათზე იყო ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლაში. ადამიანის სახე არ ედო, ისე არის განერვიულებული, იმიტომ, რომ არც ერთი მისი მეთოდი უკვე აღარ ჭრის. ქართველი ხალხის გამარჯვების დრო დგება! აბა თქვენ იცით!“ – აცხადებს სააკაშვილი.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...