მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს. დიდი ნაწილი ხალხის,...

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს. დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას”

Published on

 
ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ მიმართვისას განაცხადა.
 
„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე.
 
დარწმუნებული ვარ, რომდიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას. 
 
მაქვს მონაცემები ერთი გადასატანი ყუთის აჭარაში, ბათუმში და 28 ბიულეტენიდან 3 არის მიცემული ივანიშვილზე და 25 მიცემულია ერთიანი ოპოზიციის კანდიდატისთვის.
 
ეს ნიშანდობლივია. პირველ ტურზეც პირველი ნიშნები იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, მოვიდა სწორედ გადასატანი ყუთებით“, – განაცხადა სააკაშვილმა

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...