მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის ხელწერა: ფული - ბუტკაში, დეპუტატი - კაბინაში: რა მოხდა აბაშაში?

ივანიშვილის ხელწერა: ფული – ბუტკაში, დეპუტატი – კაბინაში: რა მოხდა აბაშაში?

Published on

აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე საჩივარი დაიწერა. 
 
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ საკრებულოში „ქართული იცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ლეონტინ ნადარეიშვილი ამომრჩეველთან ერთად შედის კაბინაში.
 
დეპუტატი განმარტავს, რომ  კაბინაში მასთან ერთად შესვლა ამომრჩეველმა სთხოვა.
 
ამავე დროს აბაშაში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტიც დაფიქსირდა.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ .07:00 საათიდან 13:00 საათამდე დაკვირვების მონაცემებიი ნათქვამია, რომ  სულ  ამ დროისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი აბაშაში. 
 
„პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. აღნიშნული 4 შემთხვევა დაფიქსირდა შემდეგ უბნებთან: #33 ქარელის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანი, #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანი; #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანი და #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში
 

 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...