მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია: ,, ახლა...

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია: ,, ახლა გამოსავალი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაშია.”

Published on

 
.„მე ვფიქრობ, რომ უფრო არის რაღაც პრობლემა გლობალური შეფასებისა მოვლენების და ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგომარეობის. ვფიქრობ, რომ მათ შორის არის ბევრი გულწრფელი, ნებსით თუ უნებლიედ ამბობს იმას, როგორც ხედავს, წარმოუდგენია ან რაღაც გავლენის ქვეშ არის,“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების ჩართულობაზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.
 
მეუფე პეტრე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მმართველი პარტია „საბრალოდ“ გამოჩნდა.  
 
„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ პოლიტიკოსების, თუ პოლიტიკური ძალების თუ ხელისუფლების სიგლახე კაცთა მოდგმას და ქართველთა მოდგმას ნამდვილად არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ საბრალოდ არ უნდა გამოვჩნდეთ, რაც დავინახეთ ჩვენ პირველი ტურის შემდეგ და ვისურვებდი, რომ არც მეორე ტურის შემდეგ იყოს საბრალოდ არც ერთი პოლიტიკური ძალა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
მეუფე პეტრე ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, როდესაც ხელისუფლებამ, თავდაპირველად დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადებულ სალომე ზურაბიშვილს ხმარდაჭერა გამოუცხადა. 
 
„როდესაც 5 წლის შემდეგ, ისევ ხელისუფლება აბსოლუტურად ლოგიკურად  და ვისი ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, უმჯობესია საერთოდ ოპოზიციას დავუთმოთ, აბსოლუტურად ლოგიკური და დიდსულოვანი იქნებოდა ეს ნაბიჯი და შინაგანად მივესალმე, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის, ესეთი რადიკალური ცვლილება, რაც შემდეგ მოხდა, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, ახლა საერთოდ გაითავისეს და უფრო, მეტიც, თვითონ მთლიანად პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის გაყვანაში რუსეთი ჩაერია, რაც ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო. ბოლო მოვლენებში მეუფე „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტსაც გულისხმობს. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ გამოსავალი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებაშია
 
„ახლა კი გამოსავალი, ვფიქრობ არის იმაში, რომ აუცილებლად, ოპოზიციური კანდიდატი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის 28 ნოემბერს საკუთარ არჩევანს გააკეთებს. 
 
„დღეს არჩევანი არის ცვლილების მცდელობის დასაწყისსა და ისევ რეგრესის დატოვებას ან დარჩენას შორს,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
 
 

სიახლეები

“ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ” – სახდეპის სპიკერი

"ამასთან ჩვენ ახლოს ვართ. ძალიან საინტერესოა... აქამდე ცეცხლის სრულად შეწყვეტასთან ასე ახლოს არასდროს...

“ქურდულ სამყაროსთან” კავშირის გამო “კვატია”, “კვერცხა”, “გოტო” და კიდევ 4 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15...

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა

თურქეთის პოლიციამ საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა...

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...