მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ჩვენ ვერ ჩავსვამთ თქვენს რეკლამას საეთერო ბადეში. მიზეზს თვითონ ხვდებით'' -...

,, ჩვენ ვერ ჩავსვამთ თქვენს რეკლამას საეთერო ბადეში. მიზეზს თვითონ ხვდებით” – ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში არ გაუშვა გაერთიანებული ოპოზიციის უფასო პოლიტიკური რეკლამა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა გამყრელიძემ უფასო პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ტელეკომპანია „იმედმა“ ეთერში არ გაუშვა.
 
გამყრელიძის განცხადებით, რეკლამა, რომელზეც საუბარია, ტელევიზიებს 16 ნოემბერს მიაწოდეს, მაგრამ „იმედმა“ რეკლამა არ გაუშვა. მათ კითხვებს კი პასუხი ტელეკომპანიის იურისტმა გასცა:
 
„იურისტმა კი ფრიად საინტერესო და უცნაური პასუხი გაგვცა – ჩვენ ვერ ჩავსვამთ თქვენს რეკლამას საეთერო ბადეში მიზეზს თვითონ ხვდებით. რანაირი იურიდიული კატეგორიაა ეს, ვერ ვხვდები.
 
საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, ყველა ტელევიზია ვალდებულია, არადისკრიმინაციურად და თანაბრად ჩასვას რეკლამები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებიდან მიეწოდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი, ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამის გარკვევის ვალდებულება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს და არა ტელეკომპანიის იურისტს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...