მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სალომე რუსული პროექტია საქართველოში" - საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ”რომის კლუბის” ექსპერტი

“სალომე რუსული პროექტია საქართველოში” – საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ”რომის კლუბის” ექსპერტი

Published on

„სალომე რუსული პროექტია საქართველოში,“ – ეს განცხადება საერთაშორისო კვლევითი ცენტრის რომის კლუბის ექსპერტმა, ნიკოლა დადეშქელიანმა "კურიერთან" გააკეთა.
ნიკოლა დადეშქელიანი საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი სწორედ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკვეთებს ასრულებს.
 
ექსპერტის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის დასახელება რუსეთის სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
 
„ივანიშვილმა მიიღო ბრძანება პუტინისგან, რომ შენ აირჩევ საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს და შენ აწარმოებ ასევე მის საპრეზიდენტო კამპანიას და ის იმდენად ჩაერთო ამ კამპანიაში, რომ ხედავთ, მართლა მარტო თვითონ დარჩა და სალომე აღარც ჩანს. რით აიხსნება ეს ყოველივე? იმით, რომ მას მთელი სიმდიდრე რუსეთში აქვს და ყველაფერი ძალიან მარტივია – რუსეთში არ აკეთებ, რასაც გეუბნებიან და მაშინვე გართმევენ ფულს. ივანიშვილის მთელი ხელისუფლება კი არის დამყარებული მხოლოდ ფულზე. ივანიშვილმა თავიდან ზურაბიშვილის კანდიდატურა შეფუთა, როგორც ნეიტრალური კანდიდატი, წარმოშობით ქართველი, მარამ ფრანგი დიპლომატი, მაგრამ ის რუსეთიდან მოდის და სალომე რუსული პროექტია საქართველოში. სალომეს არჩევა ერთ-ერთი პატარა დეტალია იმ დიდ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთს გააჩნია, რომ საქართველოზე ზეგავლენა დაიბრუნოს. ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სალომემ გაიმარჯვოს, რადგან პუტინს ანგარიშები უნდა ჩააბაროს, თუ უნდა რუსეთში თავისი ფული გადაარჩინოს,“ – განაცხადა ნიკოლა დადეშქელიანმა.
 
 

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...