მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაყალბებული პირადობები და უბნების საარჩევნო სიებზე მიწერილი ერთი და იგივე ადამიანი -...

გაყალბებული პირადობები და უბნების საარჩევნო სიებზე მიწერილი ერთი და იგივე ადამიანი – ოპოზიცია ზუგდიდში მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს

Published on

 
გაყალბების მეთოდი, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმატებით იყენებს – ოპოზიციის ინფორმაციით ხელისუფლება აგროვებს მონაცემებს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც, მაგალითად, საქართველოში არ იმყოფებიან და არჩევნებზეც ვერ გამოცხადდებიან.
 
მათ სახელებზე იბეჭდება პირადობის ყალბი მოწმობები და მათ ნაცვლად ხმას ვიღაც სხვა მისცემს, ამისთვის კი ათასობით ადამიანის მობილიზება ხდება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით ამ ადამიანებს გადასცემენ რამდენიმე ყალბ პირადობის მოწმობას იმისთვის, რომ მათ რამდენიმე უბანზე მისცენ ხმა. რაც შეეხება თითზე მარკირების ნიშანს, ის სპეციალური ხსნარის გამოყენებით მარტივად ცილდება.
 
"რუსთავი 2"-მა ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთ დეპარტამენტში მამაკაცის გადაღება შეძლო, რომელიც სიებს ახარისხებდა, თუმცა კითხვაზე რატომ იყო ამ სიებში მიწერილი ერთი და იგივე ადამიანები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, ამაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვას პასუხი არავინ გასცა.
 
ამის პარალელურად არჩევნებამდე სამი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლე ზუგდიდის მეოთხმოცე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე. სოფო დავითაიასთვის უცნობია რატომ მოხსნეს და არც ის იცის ვინ დაწერა მის მაგივრად განცხადება. თავად იცის მხოლოდ ის, რომ უკანონო დავალებას არ შეასრულებდა და ფიქრობს თავიდან ამიტომ მოიშორეს.
 
კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი პაატა დავითულიანია. რუსთავი ორის ინფორმაციით ის წარსულში პირადობის მოწმობების გაყალბების საქმეში მონაწილეობდა და მის საქმეს სწავლობდა გამოძიებაც.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...