დღეს თემირლან მაჩალიკაშვილი 20 წლისა გახდებოდა. – შვილმოკლული მამების აქცია პარლამენტის წინ

0
589
დღეს , 25 ნოემბერს, 15:00 საათზე შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი  პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.
 
„არანაირი გზით უკან დახევას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე სამართლიანობა აღდგენილი არ იქნება“, – აცხადებს  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
 
მისივე თქმით, ამ აქციით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მათი შვილების მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
 
„25 ნოემბერს არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ დიდ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ აქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად აღდგენილი უნდა იყოს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა.
 
 
ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს.ეს 3 თვე, რაც გარეთ ვარ გამოსული, არავისთან კონტაქტი არ მაქვს, არავინ გვეხმიანება, არავინ არაფერს გვეუბნება. ამათ ვაიძულებთ იმას, რომ პასუხისგებაში მისცენ ჩვენი შვილების მკვლელები, ან ვაიძულებთ, რომ სახლში წაბრძანდნენ.
2 დეკემბერს არის დათუჩას წლისთავი, მე არაფერი მაქვს ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი, ხალხი თუ რამეს დაგეგმავს, არ ვიცი“, – განაცხადა სარალიძემ
 
.ვითხოვთ, სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, როგორც ეს თავად ჩიმაკაძემ აღიარა. მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა თემირლანს ხელყუმბარა, რადგან მასზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ჩიმაკაძემ თქვა, ხელყუმბარა ჰქონდა, მაგრამ დაჭრის მერე სცადა ხელყუმბარის გამოყენებაო. თემირლანი დაჭრილი არ ყოფილა, თემირლანი იმ წამსვე მოკლეს! მას ისეთი იარაღიდან აქვს პირდაპირ შუბლში ნასროლი, – აცხადებს  თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 
 
როგორც ის განმარტავს, კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული კომენტარით თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან შეცდომა აღიარა.
„ამ ხელისუფლებისგან არ ველოდები, რომ ამათ დასჯიან. მაშინ უნდა დაისაჯოს ივანიშვილიდან მოყოლებული ყველა, ვინც ამ სტრუქტურაშია. აუცილებლად მოვა ის ძალა, რომელიც ამათ ყველას ციხეში ამოალპობს.
 
ერთი წელია ველოდებით პასუხს, რატომ მოხვედით, რატომ ესროლეთ, რატომ მოკალით თემირლანი? ამათ იქითკენ მიჰყავთ საქმე, რომ სპეცრაზმელს შეეშინდა, ან შეეშალა, რაღაც მოელანდა. არავის არ შეშლია! ეს იყო მიზანმიმართული მისვლა და თემირლანის ლიკვიდაცია. რის გამო? რატომ? ეს ეცოდინება ჩიმაკაძეს, როცა ჩატაევთან ჰქონდა კავშირი, როცა ჩატაევთან ხალხს, თავის ე.წ. აგენტებს უშვებდა, რა მოლაპრაკებები ჰქონდათ, რა ჩაჰქონდათ, რა ჩამოჰქონდათ, ეს ყველაფერი ჩიმაკაძის ხელშია. ეს გომელაურმა, გოგაშვილმა, ჩიმაკაძემ იცის, რამდენი მილიარდი შემოიტანეს ჩატაევის მეშვეობით, რამდენი მილიარდი გაათეთრეს, ამაზე გაგვცენ პასუხები“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.
 
 

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებთ და თუ გააყალბებენ, მე პირადად ვიქნები ამ ხმების დაცვაში
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერზე მუქარისა და ძალადობის შესახებ აუდიოჩანაწერს დღეს ხობის სასამართლოში შეიტანენ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური