მთავარისიახლეებიპოლიტიკაორგანიზაციას, რომელსაც "იმედმა" საპრეზიდენტო კვლევა დაუკვეთა, "Gallup"-მა მისი სახელის გამოყენებისათვის სასამართლოში უჩივლა.

ორგანიზაციას, რომელსაც “იმედმა” საპრეზიდენტო კვლევა დაუკვეთა, “Gallup”-მა მისი სახელის გამოყენებისათვის სასამართლოში უჩივლა.

Published on

კომპანია „გელაპ ინტერნეიშენალს“, რომელსაც  ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, ცუდი რეპუტაცია აქვს და თუ ვინმე ენდობა მის კვლევებს, ეს ის ხალხია,  რომელსაც  ნამდვილ  Gallup – ში ეშლება იგი.
 
 
 მაგრამ ერთია, საქმეში ჩაუხედავი ადამიანების ნდობა და მეორე –  ,,იმედისა'' და მის უკან  მდგარი ,, ქართული ოცნების''  ილუზიონიზმი, რომელიც სახელოდან გამოფრენილი მტრედის  წამიერ ეფექტზეა გათვლილი, ისევე როგორც ყველა მისი წინასაარჩევნო დაპირება დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან საბრალო  ქათმის ბარკლის დაცვით, დამთავრებული,  სესხების განულებით    
აღსანიშნავია,  რომ "გელაპ ინტერნეიშენალი", რომელსაც "იმედმა" კვლევა დაუკვეთა, შვეიცარიაში რეგისტრირებული ორგანიზაციაა და სახელწოდების გამო წლების წინ სკანდალშიც გაეხვია, რადგან ამერიკულმა "გელაპმა", რომელიც ლამის ერთსაუკუნოვანი კომპანიაა, სასამართლოში უჩივლა "გელაპის" სახელის არასანქცირებული გამოყენებისთვის.
 
 
 
ალბათ ამიტომ იკავებენ თავს "ოცნებაში" გელაპ–ინტერნეიშენალის  კვლევის სანდოობა-არასანდოობაზე კომენტარისაგან.   დიდად არ სურთ, როგორც ნუკრი ქანთარია ამბობს, იმის შემდეგ, რაც პირველ ტურში პარტიის კვლევა "ვერ მოარტყეს", ფრთხილები არიან, თუმცა, მისივე თქმით, ზურაბიშვილის გამარჯვება კვლევების გარეშეც რამდენიმე დღეში გახდება ცხადი.   
 ,,მე კვლევებზე არაფერს ვამბობ, ვსაუბრობ იმ სიტუაციაზე, იმ გარემოზე, რასაც ვგრძნობ შეხვედრების დროს. მთავარია, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში მართლა დარწმუნებული ვართ. კვლევების სარწმუნოობასა და სიზუსტეზე კი მე არასდროს ვსაუბრობ. შიდა კვლევები სულ ტარდება, მაგრამ არ მგონია, ამის გამოცხადება ახლა სწორი იყოს, მით უმეტეს იმის შემდეგ, რომ პირველი ტურის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ და ვერ მოვარტყით. ვერ ვიყავით კარგ ხასიათზე, როცა ასეთი აცდენა მოხდა. ასე, რომ იმის შემდეგ, მით უმეტეს, განსაკუთრებულად ფრთხილად ვართ," – ამბობს ქანთარია.
 

გუშინ იმედმა“ მის მიერ Gallup International-ისთვის დაკვეთილი წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
 
კვლევის თანახმად, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდებოდეს, გამოკითხულთა 28% სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას, 26% – გრიგოლ ვაშაძეს. 
 
,, ქართული ოცნება'' ოცნებობს თავისთვის და ამ ოცნებებში სწორედ ასეთ საეჭვო  კვლევებს ემყარება..პირველ ტურში მათი კვლევაც და ეგზიტპოლებიც, რომელიც "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა, უზარმაზარი ცდომილება აღმოჩნდა და როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეს სამარცხვინო იყო, როს გამოც დიდად უსაყვედურა გუნდს.  
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...