მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, დასავლეთის მხრიდან გასული 6 წლის მანძილზე ასეთი მწვავე შეფასებები არ...

,, დასავლეთის მხრიდან გასული 6 წლის მანძილზე ასეთი მწვავე შეფასებები არ გაკეთებულა,“ – აცხადებენ ოპოზიციაში

Published on

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, სადაც მან 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმულ ნაბიჯად, წინასაარჩევნოდ სესხების განულება კი ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ოპოზიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში არჩევნების კონტექსტში განვითარებული მოვლენები ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
 
„ეს ყველა მცდელობა დღეს, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან მკაფიო გამოყენების ძალიან ნეგატიურ სურათს ქმნის. ეს ძალადობა რაც არის და დაჭრის ფაქტები, თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე და ახლა ბოლო ფაქტორი, როდესაც ვალების დაფარვაზეა საუბარი, მე მიხდება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან საუბარი და ძნელია კითხვებზე პასუხის გაცემა, ამის ახსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან სამწუხაროდ, მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება ყველაფერი იქნეს გამოყენებული არჩევნების სასურველი შედეგით დასამთავრებლად,“ – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიგი წერეთელმა.
 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ სალომე სამადაშვილს, მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება მეორე ტურისთვის გაცილებით მეტ დარღვევას ჩაიდენს.
 
„ხელისუფლება ვერ გაუძლებს ცდუნებას და მეორე ტურთან დაკავშირებით იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის სწორედ დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციას და შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რეალურად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი უკვე ძალიან მწვავე შეფასებებს აკეთებს. გასული 6 წლის მანძილზე ასეთი მწვავე შეფასებები არ გაკეთებულა,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...