თბილისის მერმა კახა კალაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კალაძის აზრით, არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ.
"ვფიქრობ, არასამთავრობოებს პროკურატურისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ სცოდნოდათ, ეს არის სიყალბე და სიცრუე, ამას არ გააკეთებდნენ, თუმცა მოხდა, რაც მოხდა. გამოძიება ყველაფერს გვაჩვენებს"- აღნიშნა კახი კალაძემ.