მთავარისიახლეებინიკო კვარაცხელიას დედა-მეც ქუჩაში გამოვდივარ

ნიკო კვარაცხელიას დედა-მეც ქუჩაში გამოვდივარ

Published on

ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა, მაგრამ დამიდგა – თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ქუჩაში გამოდის.

როგორც იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ აპირებს, რომ თავადაც ქუჩაში ეძებოს სამართალი.

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!!
ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!
შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია???
მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას წვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!!
ვეღარ ვუძლებ ვერა!!!!
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!!
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა!
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!!
ეკლესიასტე
ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!!
მაგრამ დამიდგა!!!!
კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!!
მეგობრებო რამოდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!!და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!!
ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!
ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!”- წერს იზა ომაძე.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს.

საქმის მასალების თანახმად, 2000 წელს დაბადებულმა აკო ჭელიძემ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში დააკავეს. მათ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობის დღიდან ამტკიცებს, რომ მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა და საქმის ამ მიმართულებით გამოძიებას წლებია, ითხოვს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ნიკო კვარაცხელია, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს.
ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს – მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა სწორედ დავით კაკულიას შვილებმა, გუგა და დათა კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გურამ და დავით კაკულიები სამართალდამცავებმა 2022 წლის მაისის ბოლოს, სრულიად სხვა საქმეზე, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

გურამ კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე თქვა, რომ მათ ამ საქმესთან კავშირი არ აქვთ.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...